„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ვაჟა ლელუაშვილი ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს, გიორგი გაბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ლილუაშვილი აქტიურად იყო ჩართული ოპოზიციური დეპუტატების გადაბირების საქმეში.
"ვაჟა ლელუაშვილი 2012 წლიდან დაპატიმრების შიშით ”ქართულ ოცნებასთან” ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. ის ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ფაქტიური მმართველი და არაფორმალური ხელმძღვანელი იყო გარდაბანში არჩევნებზე. 2013 წელს ის პირადად ძალიან აქტიურად იყო ჩართული ”ქართული ოცნების” მხარეს ოპოზიციური დეპუტატების გადაბირების საქმეში,"- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგზე ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ კადრებთან დაკავშირებით ახალი არაფერი თქმულა.
„მიმდინარე ვიდეოშანტაჟსა და კადრების გავრცელებაზე არაფერი ითქვა, არადა ზედაპირზე დევს პოლიტიკური მოტივაციაც და მოტივებიც. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოველდღიურად ბრიფინგებიდან იმეორებენ იგივე გზავნილებს, რაც ამ ვიდეოშანტაჟში არის,"- აღნიშნა გაბაშვილმა.