„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 175 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 175 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

უცხოური მედიის ინფორმაციით, დაჯგუფების ტერორისებმა დამასკოში მდებარე ცემენტის ქარხნის 340 თანამშრომელი გაიტაცეს და 175 მათგანი სიკვდილით დასაჯეს.

სააგენტო „Reuters“-ის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფების წევრები კომპანია „ალ-ბადიას“ კუთვნილ ცემენტის ქარხანას თავს დაესხნენ და 340 თანამშრომელი გაიტაცეს.

მედიის ცნობით, გატაცებულ თანამშრომლებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.