მე ვაპირებ ჩემი უფლებების და რეპუტაციის დაცვისთვის ბრძოლას, - ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა მთავარ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.
რამიშვილი პროკურატურასთან მეუღლესთან და ადვოკატთან ერთად მივიდა, თუმცა დაკითხვაზე საგამოძიებო ორგანოში ის მხოლოდ ადვოკატთან ერთად შევიდა.
როგორც რამიშვილმა აღნიშნა, საქმეზე ძიება ორი დღის წინ მის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე არის დაწყებული.
ამასთან, რამიშვილის ინფორმაციით, გამოძიება სავარაუდოდ, დაკითხავს თათია სამხარაძეს და ასევე ”იმედის” დირექტორს ირაკლი ბახტაძეს.