აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ, ყარაბახში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩებში აქცია-მსვლელობა გამართეს.
სტუდენტებმა აზერბაიჯანის დროშებითა და ტრანსფარანტებით ევროპის მოედანი და მიმდებარე ქუჩები მოიარეს.
„ყარაბაღი აზერბაიჯანისაა“, „ჩვენ აზერბაიჯანელი ჯარისკაცების გვერდით ვართ“, - სკანდირებდნენ აზერბაიჯანელი სტუდენტები.