ირაკლი ალასანია: ფარული ჩანაწერების გავრცელებაში დამნაშავე პირებმა პასუხი უნდა აგონ

ირაკლი ალასანია: ფარული ჩანაწერების გავრცელებაში დამნაშავე პირებმა პასუხი უნდა აგონ

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაში დამნაშავე პირებმა პასუხი უნდა აგონ.

ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დღეს პროკურატურის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებულ დაკავებებს ეხებოდა.

„მთავარია დამნაშავეები იყვნენ დაკავებული და შემდეგ უკვე მტკიცებულებების მოპოვებით მათ უმკაცრესად აგონ პასუხი ჩადენილ დანაშაულზე. რაც მთავარია, პროკურატურის ამოცანა სწორედ ეგ არის, რომ გამოავლინოს დამნაშავეები, ჩემი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ვითარება იყოს არჩევნების შემდეგ, რომ აღარასდროს არავის მოუვიდეს თავში ფარული ჩანაწერების კეთება და საკუთარი მოქალაქეების შანტაჟი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.