მთიანი ყარაბაღის ზონაში ე.წ. სიჩუმის პერიოდი გამოცხადდა. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ადგილობრივი დროით 15:00-დან 20:00-მდე ყველანაირ საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტენ, რათა ბრძოლის ველიდან დაღუპულთა ცხედრები გაიტანონ.
ვითარება მთიან ყარაბაღში 2 აპრილს გამწვავდა.
აზერბაიჯანის ცნობით, საბრძოლო მოქმედებებს 31 სამხედრო ემსხვერპლა, სომხეთის თავდაცვის უწყებამ თავის მხრივ განაცხადა, რომ დაღუპულია 44 სომეხი სამხედრო, მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციამ კი 36 დაღუპულ სამხედროზე გაავრცელა ინფორმაცია.