მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარება ნორმალური და დემოკრატიული პროცესის ნაწილია - რატომ უნდა ჰქონდეს ერთ სუბიექტს გარანტირებული 50%-იანი ნიშნული? - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.
ფოფხაძის აზრით, საარჩევნო კონიუქტურიდან გამომდინარე, 50%-იანი არჩევნების პირობებში, მეორე ტური აბსოლუტურად ლოგიკურია და ეს წაგებას არ ნიშნავს.
“ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, როცა მაჟორიტარობის კანდიდატმა შეიძლება პირველი ტურით ვერ დაამთავროს და მეორე ტურის დანიშვნა გახდეს სჭირო. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა განწყობები შეიცვლება, გადანაწილდება ის ამომრჩეველი, რომელმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატს მისცა ხმა - ის არჩევანს ორ შესაძლო კანდიდატს შორის გააკეთებს. თბილისი მერის არჩევის დროსაც დაგვჭირდა მეორე ტური და ის ფაქტი, რომ მეორე ტურის დაინიშნა, წაგებად ნამდვილად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ფოფხაძემ.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩატარება ბევრ რაიონში გახდება საჭირო.