ლატვიამ ტელეკომპანია “რასია” აკრძალა

ლატვიამ ტელეკომპანია “რასია” აკრძალა

ლატვიის ტერიტორიაზე 6 თვის განმავლობაში აიკრძალება ტელეკომპანია “რუსეთი რტრ”-ის ტრანსლაცია და არხის მიერ გაშუქებული ამბების გავრცელება.

როგორც euronews.ge წერს, ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, რომ 2015 წლის განმავლობაში არხი უხეშად არღვევდა მასმედიის შესახებ კანონსა და ევროკავშირის დირექტივებს აუდიოვიზუალური მომსახურების შესახებ.

”ცოტა ხნის წინ მედიის ეროვნულმა საბჭომ რუსული ტელეკომპანია “რტრ პლანეტას” მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოუჩინა, რის გამოც შესაძლოა არხის ტრანსლაცია ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალოს”, - წერს euronews.ge.