კომპანია „გაზპრომთან“ გასაფორმებელი ხელშეკრულება ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ კომპანია „გაზპრომთან“ დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ხმალაძემ განმარტა, საქართველოში ბუნებრივი აირის ტრანზიტი ძველი პირობებით განხორციელდება.
„ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გაკეთდა გუშინ მინისრტის მიერ. მოლაპარაკებები დასრულებულია. საქართველოში ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება იმავე პირობებით. ხელშეკრულება ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის, როგორც კი ეს პროცედურები დასულდება, საზოგადეობას უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა ხმალაძემ.
როგორც მინისტრის მაოდგილემ განმარტა, აღნიშნული ხელშეკრულება არის კომერციული საიდუმლოების შემცველი, თუმცა ძირითადი პირობები, რაზეც საზოგადოების ძირითადი აქცენტისა და ყურადღების ფოკუსირება ხდებოდა, დარჩება უცვლელი.