ხათუნა სამნიძე:   ჩვენი მინისტრები აგვისტოში წავლენ

ხათუნა სამნიძე: ჩვენი მინისტრები აგვისტოში წავლენ

ჩვენი მინისტრები აგვისტოში წავლენ, - ამის შესახებ ”რეპსუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე გაზეთ ”ვერსიასთან” ინტერვიუში აცხადებს.

სამნიძე უშუალოდ თინა ხიდაშელის შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ ვარშავის სამიტამდე მისი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნა ქვეყნის სტაბილურობისთვის არის მნიშვნელოვანი.

”ხიდაშელის ყოფნა ამ პოზიციაზე და განსაკუთრებით ვარშავის სამიტზე დასწრება, დიახ, ჩვენი პრიორიტეტია. სამიტამდე არავითარ ცვლილებებს არ ველით. პრემიერმაც აღნიშნა, რომ მზადაა ამ თანამშრომლობისთვის. როცა პრემიერი და პრეზიდენტი შეხვდნენ და გაჩნდა ჭორი, თითქოს ”რესპუბლიკელი” მინისტრები უნდა გადამდგარიყვნენ, ეს ინფორმაციის გადამოწმებამდეც კი არ დავიჯერე - ვერ დავუშვებ, რომ პრემიერმა შეცვალა 1 კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის სპიკერთან ერთად გამოაცხადა...

ქვეყნის სტაბილურობისა და საგარეო კურსის ერთ-ერთი გარანტია სწორედ ისაა, რომ თავდაცვის მინისტრი წამდაუწუმ არ იცვლებოდეს. ველი, რომ იგივე პრიორიტეტები აქვს პრემიერსაც. ვფიქრობ, ის მზადაა თანამშრომლბისთვის და არ სურს ქვეყანაში კითხვები გაჩნდეს. სწორედ ამიტომ პარტიის ხარჯზე, ვტოვებთ მინისტრებს პოსტებზე და ამის გამო, ჩვენი მისამართით ბევრი კითხვა ჩნდება. ახლა ვმუშაობთ სიის ფორმირებაზე და ცოტა ხანში, მინისტრებთან ერთად გადავწყვეტთ, მათგან ყველა იქნება სიაში, არც ერთი თუ რომელიმე და ვინ შეინარჩუნებს პოსტს ბოლომდე. ეს აქამდე არ მითქვამს, თუმცა ვფიქრობ, ხალხს უნდა ვუთხრათ - როცა პარტია ძალიან აქტიურ საარჩევნო ფაზაში შევა, მინისტრები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამიტომ რეალურად, აგვისტოში ჩვენი მინისტრები წავლენ”, - განაცხადა სამნიძემ.