დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ბიჭებიდან, რომლებიც უკვე გადმოასვენეს, ორი ახალგაზრდის შესახებ ოჯახს ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა.
"დღეს ხდება კიდევ 12 მებრძლის გადასვენება სამებაში, რომლებიც აფხაზეთიდან არიან გადმოსვენებულები და ამით მთავრდება თვითმფრინავში დაღუპული ბიჭების იდენტიფიცირება.
მათ შორის, ორი ისეთიც არის, რომელთა შესახებ ოჯახის წევრებს ეჭვი კი ჰქონდათ, მაგრამ ზუსტი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ იყვნენ თუ არა მათი ოჯახის წევრები ამ კონკერტულ თვითმფრინავში.
მთლიანობაში, ძირითადად, აფხაზეთიდან გადმოსვენებულია 251 ჯარისკაცი, მებრძლი, რომლებიდან 43 არის იდენტიფიცირებული და დანარჩენის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. ძალიანდ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ საერთაშორისო წითელ ჯვარს და აფხაზურ მხარეს, იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც ისინი ჩვენთან აწარმოებემ", - განაცხადა სუბარმა.