ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, არჩევნების თარიღი შერჩულია ტექნიკური თვალსაზრისით, რადგან მეორე ტურის შემთხვევაში, დროის თვალსაზრისით, პრობლემები არ შეიქმნას.
ქუმსიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის არ უთქვამს, რომ მეორე ტურია მოსალოდნელი, თუმცა მისი შეფასებით, ტექნიკურად ყველა ვადა გათვლილი უნდა იყოს.
"მან თქვა, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ტექნიკურად გავთვალოთ ყველა ვადა და შესაბამისად, უნდა გვქონდეს ის ვადა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტური დაინიშნება, ჩვენს კალენდარულ წელიწადში ჩავეტიოთ იმიტომ, რომ ამის შემდეგ, უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, ბიუჯეტი იქნება დასამტკიცებელი და ა.შ. შესაბამისად, ეს ტექნიკური გათვლაა და ერთ მაჟორიტარულ ოლქშიც რომ იყოს, ჩვენ ყველას მოგვიწევს დალოდება",-განაცხადა ქუმსიშვილმა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, მეორე ტური დაინიშნოს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების თარიღი ოქტომბრის ბოლოსკენ გადაიწევდა, მეორე ტურამდე მისვლას, დაახლოებით, ერთი თვე სჭირდება, რაც მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში, საარჩენო უბნებთან მისვლის კუთხით პრობლემას ქმნიდა.