"ისლამურმა სახელმწიფომ" მორიგი აფეთქებების სერია განახორციელა

"ისლამურმა სახელმწიფომ" სინაის ნახევარკუნძულზე აფეთქებების სერია საავტომობილი გზაზე მოაწყო, სადაც სამხედროების ავტოკოლონა გადაადგილდებოდა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სინაის ნახევარკუნძულზე მომხდარ ორ აფეთქებას 5 ეგვიპტელი სამხედრო, ოფიცერი და 1 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, ხოლო 15-მდე ადამიანი დაშავდა.

დაჯგუფების წევრებმა დისტანციური მოწყობილობის ასაფეთქებელი ნივთიერება გზაზე დაამონტაჟეს და იმ დროს ააფეთქეს, როცა იქ სამხედროებმა გაიარეს.