პრემიერი არჩევნებთან დაკავშირებული განკარგულების კონტრასიგნაციაზე გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს

პრემიერი არჩევნებთან დაკავშირებული განკარგულების კონტრასიგნაციაზე გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს

პრემიერ-მინისტრი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულებაზე კონტრასიგნაციის შესახებ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში მიიღებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განუცხადა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა პრეზიდენტმა განკარგულება უკან გაიწვიოს, თადუმაძემ აღნიშნა, რომ ”ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 5 აპრილს გამოსცა და პრემიერ-მინისტრს ხელმოსაწერად 6 აპრილს გადაუგზავნა. თავის მხრივ, პრემიერს კონტრასიგნაციისთვის გადაცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მთავრობის სხდომაზე გასატანად და განსახილველად 10-დღიანი ვადა აქვს.

გიორგი მარგველაშვილის განკარგულების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნული განკარგულები კი ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა, რითაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისა და მასთან დაკავშირებული საარჩევნო რეგულაციების ამოქმედების გადავადება მოხდა.