პროკურატურაში, სავარაუდოდ, ფარული ჩანაწერების საკითხზე ბრიფინგი ჩაინიშნა

პროკურატურაში, სავარაუდოდ, ფარული ჩანაწერების საკითხზე ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებიდან აცნობეს, ბრიფინგი 14:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურაში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა შესაძლოა განცხადება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე გაკეთდეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო უწყებამ დღეს კიდევ რამდენიმე პირი დააკავა. გავრცელებული ცნობით, დაკავებულთა შორის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.