გაუგებრობაში არიან როგორც პრეზიდენტი, ასევე პრემიერი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვლება.
„საქართველოს ორი უმაღლესი თანამდებობის პირი, პრემიერი და პრეზიდენტი შეხვდნენ ერთმანეთს, დაგეგმეს რაღაც, გააკეთეს განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით და ვერ დაფიქრდნენ და ვერ შეუსაბამეს ეს ყველაფერი მოქმედ კანონმდებლობას. ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, უუნარობის და არაპროფესიონალიზმის სრულიად ცხადი მაგალითი რომ არ იყოს. ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად უნდა ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, თორემ საქართველო რაღაც უბედურებას გადაეყრება“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი და პრემიერი გაუგებრობაში არიან და მათ ელემენტარული რაღაც ვერ გადაწყვიტეს.
„მარტივი რაღაც ვერ გადაწყვიტეს ისე, რომ არ დაერღვიათ კანონი. ეს იქნებოდა სასაცილო, სავალალო მდგომარეობაში, რომ არ ვიყოთ“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.