ეუთო - უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა

ეუთო - უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა

ეუთო-ს სპეციალური სამონიტორინგო მისიის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გამწვავდა. როგორც უკრაინაში მისიის ხელმძღვანელმა ერტუგრულ აპაკანმა განაცხადა, შექმნილი ვითარება „სრულიად მიუღებელია“.
მისი თქმით, 2015 წლის სექტემბრის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის რეკორდული დარღვევა დაფიქსირდა. 
ეუთო-ს სამონიტორინგო მისიამ კონფლიქტში ჩართულ მხარეებს აღებული ვალდებულებების დაცვისკენ მოუწოდა.