გიორგი კვირიკაშვილი - მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში შესაძლოა გაიმართოს მეორე ტური

გიორგი კვირიკაშვილი - მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში შესაძლოა გაიმართოს მეორე ტური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში შესაძლოა არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს. 

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სწორედ ამიტომ, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. 

„მე მგონი არავისთვის არ უნდა იწვევდეს კითხვის ნიშანს, რატომ 8 ოქტომბერი. ამაზე ვიმსჯელეთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსკენ გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას, შესაძლოა, ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო 8 ოქტომბერი. ასე, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.