იმაში, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდეთ, როდის იქნება არჩევნები, მემგონი კარგის მეტი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას სურს კომენტარი გააკეთოს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ვინაიდან საკმაოდ ფართო გასჯა მოჰყვა ამ საკითხს.
„ჩვეულებრივად კონსულტაციები გაიმართა - პრეზიდენტთან ერთად ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. მე მგონი არავისთვის არ იქნება ცუდი, რომ წინასწარ დაგეგმოს აქტივობები დღეიდან მოყოლებული, მათ შორის სტუმრებს სჭირდებათ, რომ დაგეგმონ საკუთარი კალენდარი. იმაში, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდეთ, როდის იქნება არჩევნები, კარგის მეტი მემგონი არაფერი არ არის. ამიტომ, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არჩევნები გაიმართოს 8 ოქტომბერს“, -განაცხადა პრემიერმა.