პაატა ბურჭულაძე - უკვე დაიწყო პროცესი, როდესაც არ უშვებენ ხალხს ტრანსპორტში, რათა მათ ჩვენთან შეხვედრა ვერ შეძლონ

პაატა ბურჭულაძე - უკვე დაიწყო პროცესი, როდესაც არ უშვებენ ხალხს ტრანსპორტში, რათა მათ ჩვენთან შეხვედრა ვერ შეძლონ

პაატა ბურჭულაძემ ახმეტაში „საქართველოს განვითარების ფონდის“ ოფისი გახსნა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”საქართველოს განვითარების ფონდიდან” აცნობეს, ფონდის დამფუძნებელმა და ორგანიზაციის წევრებმა ახმეტაში და პანკისში ადგილობრივებთან შეხვედრებიც გამართეს. მათ ახმეტის კულტურის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ფონდის მიზნები და გეგმები გააცნეს. ორგანიზაციის დამფუძნებელმა ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა და საზოგადოებას ამ პრობლემების მოგვარებისთვის ერთობლივი მუშაობა შესთავაზა. როგორც პაატა ბურჭულაძემ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხელისუფლებამ ადგილობრივების ნაწილს ფონდის წევრებთან შეხვედრის საშუალება არ მისცა და მათ გადაადგილებისას პრობლემები შუქმნა. 

„უკვე დაიწყო პროცესი, როდესაც არ უშვებენ ხალხს ტრანსპორტში, რომ მათ ვერ შეძლონ ჩვენთან შეხვედრა. თუმცა, ხალხი მაინც მოვიდა ფეხით. მე პირობას ვაძლევ ყველას, რომ ჩვენ დავიცავთ მათ ინტერესებს და აუცილებლად შევხვდებით იმ ადამიანებსაც, ვინც ვერ მოვიდა. ყველა ადამიანის ინტერესები უნდა იყოს დაცული და ჩვენ რაც შევძელით, ჩვენ მათ მივეცით ხვალინდელი დღის იმედი და ისინი აუცილებლად ჩვენთან გაერთიანდებიან”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ მოსახლეობასთან შეზვედრის შემდეგ.