არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტმა და პრემიერმა ერთობლივად მიიღეს

არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტმა და პრემიერმა ერთობლივად მიიღეს

არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტმა და პრემიერმა ერთობლივად მიიღეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციების წარმომადგენლები და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ესწრებოდნენ, არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით შექმნილ გაუგებრობაზე მსჯელობდნენ.

”ყველაფერზე მიდის საუბარი, ყველა ვერსიაზე, რაც არის დღეს საკამათო, რაზეც მსჯელობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და ა.შ., ოღონდ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღწეული. როცა იქნება საბოლოო შეთანხმება, ცენტრალური საარჩევნო კომისია გააკეთებს კალენდარს. მოგეხსენებათ, პრემიერი და პრეზიდენტი შეხვდნენ ერთმანეთს და ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება არჩევნების დღესთან დაკავშირებით”, - განაცხადა იმერლიშვილმა.

კითხვაზე საარჩვენო კამპანიის 8 აგვისტოდან დაწყების საკითხიც იყო თუ არა პრემიერთან შეთანხმებული, იმერლიშვილი პასუხობს, რომ ”კამპანია იწყება მას შემდეგ, რაც აქტი ქვეყნდება, ეს კი ხდება კონტრასიგნაცის შემდეგ”. რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა, გიორგი კვირიკაშვილმა კონტრასიგნაციაზე უარი თქვას, იმერლიშვილი აცხადებს, რომ პრემიერის მაგივრად განცხადებას ვერ გააკეთებს.