მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის არმიამ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 36 სამხედრო დაკარგა, დაჭრილია 122 ადამიანი. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
არმიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპული 36 სამხედროდან 9 ოფიცერია, 27 სერჟანტი, რიგითი და კონტრაქტორი. 122 დაჭრილიდან კი 24 ოფიცერია. მისივე ინფორმაციით, დღეს კიდევ ერთი სამხედრო დაიჭრა, 4 გარდაცვლილის ცხედარი კი, რომლებიც დაკარგულად მიიჩნეოდნენ, ბრძოლის ველზე დღეს აღმოაჩინეს.
ყარაბაღი-აზერბაიჯანის შეხების ხაზზე ვითარება 2 აპრილს გამთენიისას გამწვავდა.