„ისლამურმა სახელმწიფომ“ 300 მუშა გაიტაცა

„ისლამურმა სახელმწიფომ“ 300 მუშა გაიტაცა

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დამასკოს ცემენტის ქარხნის 300 მუშა გაიტაცეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მუშები ქალაქ დუმაირთან გაიტაცეს, სადაც ბოლო პერიოდში სამთავრობო ჯარსა და ჯიჰადისტებს შორის ბრძოლები იმართებოდა.სირიის მთავრობის განცხადებით, ქარხნის ხელმძღვანელობამ მუშებთან კონტაქტი დაკარგა.

ქალაქ დუმარის მცხოვრებლებზე დაყრდნობით „ფრანს პრესი“ დახლოებით 250 ადამიანის დაკარგვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ქალაქის მცხოვრებლები ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. სააგენტოს ინფორმაციით, მანამდე, ჯიჰადისტები აეროპორტსა და ელექტროსადგურზე თავდასხმას გეგმავდნენ, მაგრამ ეს თავდასხმა სამხედროებმა მოიგერიეს.