ევროკომისიის პრეზიდენტი ჰოლადიის რეფერენდუმის შედეგებით შეწუხებულია

ევროკომისიის პრეზიდენტი ჰოლადიის რეფერენდუმის შედეგებით შეწუხებულია

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი შეწუხებულია ჰოლანდიაში გუშინ გამართული საკონსულტაციო რეფერენდუმის შედეგებით, - როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარგარიტის შინასმა განაცხადა.

შინასის განმარტებით, ჰოლანდიის რეფერენდუმის შედეგები ვერ იქონიებს გავლენას ევროკავშირსა და უკრაინას შორის მჭიდრო სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე.

ამავე დროს, ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის ოფიციალური განცხადებებით, რეფერენდუმი ასევე ვერ იქონიებს გავლენას უკრაინისთვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის გაგრძელებაზე.

ჰოლანდიაში გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა უმეტესობა ევროკავშირთან უკრაინის ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგია.