პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მომავალ კვირას მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. ასე უპასუხეს მთავრობის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, ხომ არ აპირებს პრემიერი სამი თვის საქმიანობის შეჯამებას.

როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, მედიასთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ფორმატი და თარიღი საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.