რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტები ერთმანეთს ბაქოში შეხვდებიან. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა, ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც მისი აზერბაიჯანელი და რუსი კოლეგა ესწრებოდნენ.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ჰასან როუჰანის შეხვედრის მზადება უკვე დაიწყო.