თუ ევროკავშირი საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ანკარა მიღწეულ შეთანხმებას გაწყვეტს

თუ ევროკავშირი საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ანკარა მიღწეულ შეთანხმებას გაწყვეტს

თუ ევროკავშირი საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მაშინ ანკარა მიგრანტების მიღების საკითხზე ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას გაწყვეტს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ ჯერჯერობით არც ერთი დაპირება არ შეასრულა.

ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, 20 მარტის შემდეგ ევროპაში ჩასულ არალეგალ მიგრანტებს თურქეთს გადასცემენ, საპასუხოდ ევროკავშირი მიიღებს სირიის მოქალაქეებს თურქეთში გახსნილი ლტოლვილთა ბანაკებიდან.

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა განაცხადა, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან თურქეთმა რამდენიმე ასეულ სირიელ ლტოლვილს სამშობლოში დაბრუნება აიძულა.