სირიის ქალაქ დუმეირში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ცემენტის ქარხანაზე განხორციელებული შეტევის შემდეგ 250-მდე სირიელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამის შესახებ ფრანგულ ტელეკომპანია BFM TV-ზე დაყრდნობით euronews.ge წერს.
“ორშაბათს ჩვენ დავკარგეთ კავშირი ცემენტის ქარხნის 250-მდე თანამშრომელთან და მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გვაქვს,”– განაცხადა ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.