„რუსეთი ყველაზე მეტადაა დაინტერესებული, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარდეს“

„რუსეთი ყველაზე მეტადაა დაინტერესებული, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარდეს“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, აუცილებელია, ყველა ზომა იქნას მიღებული, რომ მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კრიზისი აღარ განმეორდეს.

რუსეთის, აზერბაიჯანის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე, რომელიც ბაქოში გაიმართა, მხარეებმა ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე და ყარაბაღის კონფლიქტზე იმსჯელეს.

ლავროვის განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაირღვევა და მხარეები ყველა ღონეს იხმარენ, რომ ძალადობა აღარ განმეორდეს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევძლოთ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება. ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ მხარეები დაზავდნენ და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. აღარ უნდა დავუშვათ, ვითარება დაიძაბოს და რეჟიმი დაირღვეს“, - აღნიშნსა სერგეი ლავროვმა.