ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა, რისი დაძლევის საუკეთესო გზა მეტი ერთიანობაა

ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა, რისი დაძლევის საუკეთესო გზა მეტი ერთიანობაა

„ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა, თუმცა ამ გამოწვევების დაძლევის საუკეთესო გზა მეტი ერთიანობა, მეტი ინტეგრაცია და გაფართოებაა", - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვილნიუსში, ლიტველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჯანელიძის მოსაზრებით, რეფერენდუმის შედეგებმა არ უნდა შეასუსტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მიმართ მხრადაჭერა, რადგან ეს აძლიერებს რეგიონს და მთლიანად ევროპას.

„საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირისთვის იყოს სანდო პარტნიორი, იმის დასამკტიცებლად, რომ ჩვენ ვემზადებით სრულფასოვანი, საპასუხისმგებლო წევრობისთვის ევროპულ საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებულია ერთიან ფასეულობებსა და ინტერესებზე“, - განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვაში ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე საქართველოსა და ლიტვის კომისიის სხდომას ესწრებოდა.