გიორგი კვერენჩხილაძე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მის დანიშვნას გამორიცხავს

გიორგი კვერენჩხილაძე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მის დანიშვნას გამორიცხავს

პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერთ-ერთ კანდიდატად მის დასახელებას გამორიცხავს. როგორც გიორგი კვერენჩხილაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია სრული სისულელეა.

“სრული სისულელეა. ფაქტია, რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მაგრამ ეს სრული სისულელეა. არც ვიცი საიდან, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას. უნივერსიტეტი ჩემთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის, ჩემი ცხოვრების ნაწილია. მე ყველანაირად გამოვრიცხავ ამას ”, -განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი განცხადება არის შესული. საბუთების მიღება 14 აპრილს, 18:00 საათზე იწურება.

გიორგი კვერენჩხილაძემ მარტის ბოლოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა. ის საქმიანობას სწორედ თსუ-ში განაგრძობს.