გორის მუნიციპალიტეტის მოსაზღვრედ მდებარე სოფლების წინაგარისა და ღდულეთის სიახლოვეს ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. როგორც ე.წ. საზღვართან მცხოვრები ქართული მოსახლეობა აცხადებს, აღნიშნული ტყით სარგებლობას 2008 წლის ომამდე ახერხებდნენ, ომის შემდგომ კი ტერიტორიას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აკონტროლებს.
ადგილობრივების განცხადებით, ტყის მასივი ძირითადად ფოთლოვანია. ხანძრის ადგილიდან ოდნავ მოშორებით სოფელ წინაგარაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზაც მდებარეობს.
ადგილობრივების თქმით, ამ ეტაპზე ჯერჯერობით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები არ შეინიშნება.
უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი გაჩენილი.