კომპანია ,,გაზპრომთან” ისეთივე ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც გვქონდა, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსულ კომპანია ,,გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, კომპანია ,,გაზპრომთან” მოლაპარაკებები ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობდა.
,,შედეგიც შესაბამისი დადგა. გაგრძელდა, პრაქტიკულად, იგივე ხელშეკრულება, რომელიც გვქონდა. შესაბამისად, შემდგომი მოლაპარაკებები ერთი წლის თავზე გაიართება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.