ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის საარჩევნო სიაში დიდი ალბათობით არ იქნება.
როგორც ქუმსიშვილმა შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, ის მმართველობით ნაწილში რჩება.
,,საარჩევნო სიაში დიდი ალბათობით არ ვიქნები იმიტომ, რომ ვრჩები მმართველობით ნაწილში", - განაცხდა ქუმსიშვილმა.
პრეზიდენტის განკარგულებით, საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მინისტრებს თანამდებობების დატოვება მოუწევთ.