სოსო ცისკარიშვილი: ძველი გუნდიდან პარლამენტში ისევ აღმოჩნდებიან - მეჭიაური, ”შენჭიაური”, ”ისჭიაური”

სოსო ცისკარიშვილი: ძველი გუნდიდან პარლამენტში ისევ აღმოჩნდებიან - მეჭიაური, ”შენჭიაური”, ”ისჭიაური”

სახელდახელოდ შეკოწიწებულმა კოალიციამ რღვევა დაიწყო მისი ნათლიმამის დაუოკებელი სურვილის გამო - მიეჭირხვნა "თავისუფალ დემოკრატთა" თავისუფლება, - ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ”ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში აცხადებს.

ცისკარიშვილი კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შექმნილ ვითარებას აფასებს და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.

"ქართული ოცნებაში" რღვევა შეუქცევად პროცესად მას შემდეგ იქცა, რაც კოალიციის წიაღში საჯაროდ ამოტივტივდა "ევრაზიული ფრაქცია", რაც მიუღებელი იყო არა მხოლოდ "რესპუბლიკელებისა" და "ეროვნული ფორუმისთვის," არამედ თავად მეოცნებეთა არც თუ მცირე ჯგუფისთვისაც. შედეგი სახეზეა...”, - აცხადებს ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგი ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის შესახებაც გამოთქვამს მოსაზრებას და ”კადრებთუხუცესს” საკადრო პოლიტიკას უწუნებს.

”პარადოქსია, რომ საქვეყნოდ აღიარებული კადრებთუხუცესის ყველაზე სუსტი წერტილია მისი საკადრო პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც საკვანძო თანამდებობაზე წარმატებული შეიძლება იყოს მხოლოდ შპს "ქართუში" ნამუშევარი მისი ერთგული პირი, განურჩევლად მისი პროფესიისა და გამოცდილებისა.

"ძველი გუნდიდან" მეოცნებე პარლამენტში უთუოდ აღმოჩნდებიან სუპერერთგულნი - მეჭიაური, შენჭიაური, ისჭიაური და და-ძმანი მათი. სხვებს კი, წარმატების მოლოდინში უძილო ღამეები ელით”, - აღნიშნავს პოლიტოლოგი.