რუსეთმა საქართველოში უკრაინული საკონდიტრო ნაწარმი არ გაატარა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ ასოციაცია „უკრკონდპრომ“-ის პრეზიდენტმა ალექსანდრ ბალდინუკმა განუცხადა.
„ამ დღეებში რუსულმა საბაჟომ ლარსის საბაჟო პუნქტზე ყველა ჩვენი ტვირთი გააჩერა და საქართველოში ჩვენი პროდუქიის მიწოდება დაბლოკა“, - განაცხადა ბალდინუკმა.
მისი თქმით, რუსულმა მხარემ განმარტა, რომ უკრაინული საკონდიტრო პროდუქციის ტრანზიტი აიკრძალა სანიტარული ემბარგოს გამო.
ბალდინუკის მოსაზრებით, უკრაინამ ალტერნატიული ტრანზიტი უნდა შეიმუშავოს, რომელიც შავი ზღვრის გავლით გავა.