რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შვეიცარიელ კოლეგასთან საქართველოზე ისაუბრებს. როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები განიხილავენ რიგ საკითხს, რომელიც უკავშირდება შვეიცარიისთვის მინიჭებული მანდატის შესრულებას საქართველოში რუსეთის ინტერესთა წარმომადგენლობისა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესთა წარმომადგენლობის შესახებ“, - განაცხადა ზახაროვამ.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე ბურკჰალტერი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით 11 აპრილს ჩავა.