სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად ასრულებს.
პატრიარქმა ტაძარში ის ადგილი მოილოცა, სადაც უფლის კვართია დაფლული.
მსახურებაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის წევრებსაც ელოდებიან. მათთვის ტაძრის მარჯვენა მხარეს სპეციალურად ადგილია გამოყოფილი.
მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.