კრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნიდერლანდებში ჩატარებულ რეფერენდუმს ევროპაზე თავდასხმა უწოდა. წინასწარი მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილე მოქალაქეთა 61,1% უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების რატიფიცირების წინააღმდეგია. თუმცა, საბოლოო პასუხი 12 აპრილს, ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი, როცა საკუთარ პოზიციას ნიდერლანდების მთავრობაც დააფიქსირებს.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ რეფერენდუმის ორგანიზატორთა იდეა სინამდვილეში უკრაინასა-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება არ იყო. ეს იყო თავდასხმა ევროპის ერთიანობაზე, თავდასხმა ევროპული ფასეულობების გავრცელებაზე“, - განაცხადა პოროშენკომ.
მისი თქმით, ნიდერლანდების კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული რეფერენდუმი საკონსულტაციო ხასიათს ატარებს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ნიდერლანდების ხელისუფლება მიიღებს.
პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა ევროინტეგრაციის გზაზე უარს არ იტყვის.