აზერბაიჯანმა სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა

აზერბაიჯანმა სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა

აზერბაიჯანმა სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მორიგ დარღვევაში დაადანაშაულა. როგორც აზერბაიჯანული პრესა იტყობინება, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ”შეხების ხაზზე” ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 119-ჯერ დაირღვა.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანული პოზიციები როგორც სომხეთის, ისე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან დაცხრილეს, ასევე გაუხსნეს ცეცხლი 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს.

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიციებზე საპასუხოდ 125 საცეცხლი დარტყმა მიიტანეს.