წინასწარი ინფორმაციით, ნიდერლანდებში უკრაინის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ვერ შედგა.
როგორც euronews.ge წერს, ეგზიტპოლების მიხედვით, რეფერენდუმში მონაწილეთა 64% უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების წინააღმდეგია, თუმცა მოსახლეობის დაბალი აქტივობის გამო ხმის მიცემის პროცესი შესაძლოა ბათილად სცნონ.
რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა მინიმუ 30%-ით განისაზღვრა.
ჰოლანდიაში საკონსულტაციო რეფერენდუმი გუშინ გაიმართა. ადგილობრივებს უნდა განესაზღვრათ, მოახდინოს თუ არა ნიდერლანდებმა უკრაინა-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.