ერდოღანი - რუსეთს უყვარს მხარედ ყოფნა, როგორც ეს იყო საქართველოსა და უკრაინაში

ერდოღანი - რუსეთს უყვარს მხარედ ყოფნა, როგორც ეს იყო საქართველოსა და უკრაინაში

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მოსკოვს უყვარს კონფლიქტებში მხარედ ყოფნა, როგორც ეს იყო საქართველოში, უკრაინასა და სირიაში. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით , რუსეთი დაკავშირებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან.

„რუსეთი აცხადებს, რომ თურქეთი მხარეა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში. თუკი მხარის ძებნას დავიწყებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე რუსეთია. რუსეთი იყო მხარე საქართველოსა და უკრაინაში“, - განუცხადა თურქულ მედიას ერდოღანმა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი მხარეა სირიის კონფლიქტშიც და ცდილობს იბატონოს ხმელთაშუა ზღვაზეც.