რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალი ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ იბრძოლებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
აღნიშნული უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებისგან დაკომპლექტდება და მას პუტინის ყოფილი დაცვის წევრი, ვიქტორ ზოლოტოვი უხელმძღვანელებს.
როგორც კრემლის ლიდერმა განაცხადა, აღნიშნული უწყება საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისთვის იმუშავებს. თუმცა, პუტინის ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ მსგავსი სამსახურის შექმნა პრეზიდენტმა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას მომავალი არჩევნებისთვის არეულობის ეშინია. მაგრამ როგორც კრემლის ლიდერის პრეესპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, უწყების შექმნა არ არის კავშირში სექტემბრის არჩევნებთან.