სირიაში ”ალ-ქაიდას” მებრძოლი მოკლეს

სირიაში ”ალ-ქაიდას” მებრძოლი მოკლეს

სირიაში ”ალ-ქაიდას” მებრძოლი მოკლეს. ტერორისტ აბუ საკარის ლიკვიდაცია სავარაუდოდ სპეცოპერაციის დროს მოხდა.

როგორც euronews.ge წერს, საკარი, რომელიც სირიაში ”ალ-ნუსრას” დაჯგუფების სახელით იბრძოდა, 2013 წელს გავრცელებულ, კანიბალური ქმედებების ამსახველ ვიდეოში ფიგურირებს.

ტერორისტის ლიკვიდაციის თაობაზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ის სირიის სამთავრობო ჯარებმა მოკლეს, სხვა წყაროები კი აცხადებენ, რომ აბუ საკარი ”ალ-ნუსრას” მოწინააღმდეგე დაჯგუფებამ გაანადგურა.