თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გრძელდება სატრანსპორტო პარკის განახლების პროცესი. რამდენიმე დღის წინ ცენტრს „ფიატის“ მარკის ექვსი უახლესი მოდელის ავტომობილი შეემატა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი მანქანები აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს.