ფრანსუა ოლანდი:   გერმანიამ თავდაცვის სფეროზე მეტი უნდა დახარჯოს

ფრანსუა ოლანდი: გერმანიამ თავდაცვის სფეროზე მეტი უნდა დახარჯოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ფიქრობს, რომ გერმანიამ თავდაცვის სფეროზე მეტი უნდა დახარჯოს.

ამის შესახებ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით euronews.ge წერს.

„ჩვენი ქვეყნები (გერმანია და საფრანგეთი) თავდაცვის სფეროს საბიუჯეტო დანახარჯებსა და ევროპის გარეთ დამოუკიდებელ მოქმედებაზე უნდა შეთანხმდნენ. მოდით, ნუ ვიქნებით სხვის ძალებზე დამოკიდებული, თუნდაც მეგობრულზე, რათა ტერორიზმს გავუმკლავდეთ,“ – განაცხადა ოლანდმა ერთ-ერთ ინტერვიუში.