პოლონეთს შესაძლოა ევროკავშირში ხმის უფლება შეუჩერდეს

პოლონეთს შესაძლოა ევროკავშირში ხმის უფლება შეუჩერდეს

პოლონეთს შესაძლოა ევროკავშირში ხმის უფლება შეუჩერდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას euronews.ge aqveynebs. saagentos cnobiT, ვროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ფრანს ტიმერმანსი პოლონეთს საკონსტიტუციო ტრიბუნალის (სასამართლოს) გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გამოქვეყნებასა და მის აღსრულებას სთხოვს, რასთან დაკავშირებითაც გუშინ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

“ვიცე-პრეზიდენტის თქმით, იგი სამშაბათს პოლონეთის მთავრობის წევრებს შეხვდა და შეეცადა 4 თვიანი საკონსტიტუციო კრიზისი მოეგვარებინა, თუმცა, პოლონეთი დათმობას არ აპირებს იმის მიუხდავად, რომ ევროკომისიამ მის წინააღმდეგ “კანონის უზენაესობის” პროცედურა წამოიწყო, რაც პოლონეთის კანონდებლობის დემოკრატიულობის ხარისხისა და მის ევროკანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას გულისხმობს. ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევა, თავის მხრივ სანქციის სახედ ევროკავშირის ინსტიტუტებში ხმის უფლების შეჩერებას გულისხმობს”, - წერს სააგენტო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით euronews.ge ვრცელ მასალას აქვეყნებს.