გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანს ეწვევა

გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს ეწვევა.

„პირWელთან“ საუბრისას, აზერბაიჯანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრების მეთაურობით, აზერბაიჯანში საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.

„მაისის ბოლოს, ზაფხულის პირველ დეკადაში, აზერბაიჯანმა ოფიციალური ვიზიტით მიიწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ამ შეხვედრის ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი მორიგი კომისიის გამართვა იგეგმება. კომისიას ორივე მხრიდან პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ. ახლა აქტიურად ვემზადებით საქართველოს პრემიერის ვიზიტისა და კომისიის სხდომის ჩატარებისთვის“, - აღნიშნა აზერბაიჯანის ელჩმა.