"აშშ, საფრანგეთი, რუსეთი სომხური ლობის გავლენის ქვეშ არიან და სამართლიან გადაწყვეტილებას ვერ იღებენ"

საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართულ მინსკის ჯგუფს ორმაგ სტანდარტებსა და სომხური ლობის გავლენის ქვეშ მოქცევაში ადანაშაულებს.

აზერ ჰუსეინმა „პირWელთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებში სომხური ლობი საკმაოდ ძლიერია და სახელმწიფო უწყებებს თუ დიპლომატებს, ამ გავლენისგან გათავისუფლდება და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, არა ერთხელ გამოთქვა (რბილად რომ ვთქვათ) უკმაყოფილება მინსკის ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით. 22 წლის მანძილზე, ამ ჯგუფის საქმიანობამ ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო და ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტების ბრალი. ვერანაირად ვერ ვიქნებით მინსკის ჯგუფის, განსაკუთრებით კი, თანათავმჯდომარეების მუშაობით კმაყოფილი, რადგან სამივე თანათავმჯდომარე ქვეყანაში - შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და რუსეთში მოქმედებს უძლიერესი სომხური ლობი, რომლის საქმიანობაც ფინანსდება და მკაფიოდ არის განსაზღვრული. ასეა თუ ისე, აღნიშნული ქვეყნების სახელმწიფო უწყებები, დიპლომატები, ამ დიასპორის ორგანიზაციების გავლენის ქვეშ ექცევიან და ვერ ეწინააღმდეგებიან, რომ მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა აზერ ჰუსეინმა.