თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განცხადება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განცხადება

დღეიდან 17 აპრილის ჩათვლით ღამის 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ მეფის ხიდის პანდუსამდე გადაიკეტება.   

შეზღუდვა დედაქალაქში მიმდინარე გზების კაპიტალურ შეკეთებას უკავშირდება. 

ამ პერიოდის განმავლობაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გზით: მარჯვენა სანაპიროზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება ვახუშტის სახელობის ხიდის პანდუსით გმირთა მოედნისა და  კოსტავას ქუჩების გავლით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.